ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ


  • ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები უპირობოდ გადაეცემათ,-ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

200-მდე ოჯახი, საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს. ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გააცნეს.

უწყების ცნობით, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში იგეგმება 1700 ბინის აშენება დევნილებისთვის. ბინები როგორც ნგრევად შენობებში მცხოვრებ ოჯახებზე, ისე კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით, განაწილდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!