მაია ღურწკაია ბიბლიოთეკების ცენტრის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

  • ზუგდიდის ყოფილი გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ღურწკაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. საკითხთან დაკავშირებით “ზუგდიდელები” მაია ღურწკაიას დაუკავშირდა.

მაია ღურწკაია: “ამ ადგილზე დავინიშნე დღეს. ორშაბათიდან უკვე ოფიციალურად მექნება ახალი სამუშაო დღე. ამით უკვე დასრულდა ჩემსა და მერიას შორის სამართლებრივი დავა. მაქვს კონკრეტული პროექტები, გეგმები. რაც შეიძლება მეტი დოზით ჩავრთოთ ახალგაზრდები და დავაახლოოთ წიგნებთან. ვაპირებ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას. ამ პროექტებზე, ვისაუბრე გუბერნატორთან, მერთან. განვიხილავ ბიბლიოთეკის უფროსთან. მინდა უფრო აქტიურად, სხვა კუთხითაც ჩავერთო, ძალიან ბევრი ახალი გეგმა გვაქვს. უახლოესი გეგმა არის ის, რომ სკოლებთან მერიასთან და რესურსცენტრთან ერთად, გავაკეთებთ მაშტაბურ ღონისძიებებს. მინდა ბიბლიოთეკის ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდოს. მსურს, საქართველოში ჩვენი ბიბლიოთეკა პროექტების მრავალფეროვნებით წარმატებული იყოს.”

2016 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგეობიდან ატესტაციის შედეგად თანამშრომელთა ნაწილი გათავისუფლდა. მათ შორის იყო მაია ღურწკაია, რომელმაც მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და დავა მოიგო

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.