ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სამოქალაქო აქტივისტებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, აქცია გამართეს “გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა”.

აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პალაკატები: “სისტემა ისევ კლავს”, “სისტემა უნდა დაინგრეს”, “ჩვენ გვახსოვს დემურ სტურუა”, “ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის” , “არ დანებდე”, “ამ ცხოვრების დედაც კი არა, გაიღიმე და იცოცხლე”! ,,ახალგაზრდები სისტემის წინააღმდეგ”.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს, ზუგდიდის პოლიციის სამართველოსკენ და  საპროტესტეო აქცია იქ გააგრძელეს.

სამოქალაქო აქტივისტმა დათა აქუბარდიამ ჟურნალისსტებთან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები მოითხოვენ არასრულწლოვანი მოზარდის გარდაცვალების საქმის  დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

” ჩვენ ვაპროტესტებთ ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანას. გვახოვს დემურ სტურუა, რომელიც ზეწოლის შედეგად, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჩვენ არ გვინდა განმეორდეს შემდეგი ფაქტი. ახალგაზრდები განიცდიდნენ ზეწოლას. მთლიანად, სისტემა არის შესაცვლელი და ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა შეიცვალოს.”

სტუდენტმა, მირანდა ქარაიამ, სტუდენტების სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახს. “მოვითხოვთ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!