მაგდა თოდუა-საუკეთესო პედაგოგი


მიმდინარე წლის 16 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეოთხე კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა. კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაგდალინა თოდუამ, ასევე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები.კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მოწვეული პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
 ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.
 რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგი ჯილდო მიიღო ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან კიტიამ, ხოლო რეგიონის წლის კლუბის მეურვის ჯილდო, მარტვილის რაიონის ბანძის საჯარო სკოლის პედაგოგმა დარეჯან ცინარიძემ.
კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
კონფერენცია-გამოფენის მხარდამჭერია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.