ლიზა ფარცვანია-“ასპროცენტიანი გრანტი დიდი შრომის შედეგია”


  • ასპროცენტიანმა გრანტის მფლობელმა ლიზა ფარცვანიამ დაამთავრა ყულიშკარის საჯარო სკოლა და ჩააბარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე.

ლიზა ფარცვანია: “-ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი აქტიური ახალგაზრდა და ჩავრთულიყავი პროექტებსა თუ აქტივობებში, რომლებიც ჩემს პიროვნულ თუ ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩემი ქალაქის ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდებს შორის შემიძლია ჩემი თავი მოვიხსენიო.

100%-იანი გრანტი, ეს დიდი შრომის შედეგია. ვიყო სრული დაფინანსების მფლობელი, უდიდესი მოტივატორია ჩემთვის და ამავდროულად, მიჩენს სიამაყისა და საკუთარი თავის რწმენას, რწმენას, რომ შენი მონდომება და სწრაფვა წარმატებისკენ არასოდეს დაიკარგება უკვალოდ. სასკოლო თორმეტწლიანი ცხოვრება მოპოვებულ ოქროს მედალზე აისახა, რაც ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობასა და ბედნიერებას წარმოადგენს. მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვგრძნობდი ოჯახისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისა და მასწავლებლებისგან, რაც სტიმული იყო ჩემთვის, არ შემეწყვიტა ბრძოლა და საკუთარ თავზე მუშაობა.

ჩემი სამომავლო გეგმები მეტად მრავალფეროვანია. საუნივერსიტეტო სწავლასთან ერთად, ვაპირებ, დამოუკიდებლად განვივითარო ჩემი პროფესიული უნარები, ჩავერთო პროექტებსა და ღონისძიებებში, რომლებიც ამ პროცესს შეუწყობს ხელს, მთავარია, კოვიდპანდემია არ აღმოჩნდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი. იმედია, შევძლებ და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩემი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას მოვახმარ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.