ჯანმო კორონავირუსის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აკვირდება


  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძნული ანბანის ასოს, „მიუს“ სახელწოდება აქვს მინიჭებული.

ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია როგორც “ინტერესის ვარიანტი”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

„მიუ“ ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × four =

Akismet ანტისპამი