ლიანა ბაღიშვილის ხსოვნას

  • კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა ჩვენს ქალაქსა და კუთხეს, ქალბატონი ლიანა ბაღიშვილი, ვეტსპეციალისტი.

ქალბატონი ლიანა, წლების განმავლობაში, ემსახურებოდა როგორც ჩვენს ქალაქს ასევე, რაიონის მოსახლეობას. ლიანა ბაღიშვილი დაიბადა 1940 წლის 9 მარტს, ქალაქ ზუგდიდში, სწავლობდა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში. შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ კულაშის ზოოვეტერინალურ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ქალაქ თბილისის ზოოვეტინსტიტუტში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ქალბატონი ლიანა სხვადასხვა დროს მუშაობდა ზუგდიდში უფროს ვეტექიმად, ხელოვნური დათესვის სამმართველოში სპეციალისტად, შემდეგ კი გადაყვანილ იქნა, სოფელ კორცხელში ვეტსპეციალისტად.

ქალბატონი ლიანა გამოირჩეოდა თავისი საქმისადმი ერთგულებით, უშურველად გასცემდა სიკეთეს, სადაც უმუშავია ყველგან და ყველა დადებითად და სიყვარულით იხსენებს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალსა და უბრალოდ კარგ ადამიანს.

დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ თქვენი გარდაცვალების გამო, ღმერთმა დაგიმკვიდროთ ცათა  სასუფეველი…        

თანასოფლელები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.