ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო. “თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იმუნიზაციის პროცესს. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია მსოფლიოში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად გაეცნო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!