კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 34 თბილისს უკავშირდება


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

“აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – ოთხი, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – ოთხი, აქედან ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში, დუშეთში – ერთი, ზუგდიდში – ორი”, – აღნიშნა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.