- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა.
“სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში -16, გურიასა და შიდა ქართლში -7-7, ქვემო ქართლში -ოთხი, კახეთში- სამი, სამცხე ჯავახეთში – ორი, მცხეთა მთიანეთში – ერთი”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.