სამეგრელოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 283 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა.
მათგან 14-ზე დადებითი პასუხია. აქედან 7 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 3 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 4 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს დაინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 3 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ შემთხევევბს, მათგან 1 ცხელებით რუხის კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო 2 კი საკარანტინე სივრცეში. 1 შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში, პაციენტი ცხელებით იმყოფებოდა არქიმედეს კლინიკაში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 221 მოქალაქეს.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 72 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 29 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი, მათგან 2 ზუგდიდის, 2 კი ოჩამჩირეს მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 106 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!