კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან


  • კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მზად არიან ამ ჯგუფების ტესტირება ხვალიდან განხორციელდეს.

“რეალურად მზად ვართ, რომ ტესტირება ხვალიდან დავიწყოთ, თუმცა გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.