დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კონკურსის ,,ჩემი ვეფხისტყაოსნის’’ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. facebook გამარჯვებული გახლავთ წმინდა გიორგის სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლე ანანო ნარსია. ჟიურის რჩეული გახლავთ ნინო ჯიბლაძე. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახლავთ: „ორიგინალური ხედვა” დიმა ხურცია, „კრეატიული ფოტო” ანდრია მარხვაშვილი და „დაუვიწყარი წამი” მათუთა შედანია. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. ასევე კონკურსში მონაწილეობისათვის ორ მონაწილეს ნიაკო ღურწკაიას და ნინი დოლბანძეს ლაიკების დიდი რაოდენობის დაგროვებით სიგელები გადაეცათ. ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების მომსახურების განყოფილების უფროსის ირმა კვირკვიას თქმით, კონკურსში მონაწიელობას ღებულობდა 13 კონკურსანტი, ფოტოკონკურსი იყო პირველი ნაბიჯი სოციალურ ქსელში ამ კუთხით ჩატარებული ღონისძიების. კვირკვია ამბობს, რომ მსგავსი სახის კონკურსები მომავალშიც გაიმართება.