პროტესტის უკიდურესი ზომა


აჭარისა და სამეგრელო ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ოფისში აფხაზეთიდან დევნილმა ლელა შამათავა ჯანჯღავამ  ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის  შემდეგ,  პროტესტის ნიშნად, ვენები გადაიჭრა. ქალბატონს სასწრაფო დახმარება ადგილზევე გაეწია. ლელა შამათავა მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს ხობის რაიონ სოფელ ქვემო ქვალონში, მისი თქმით, ის ადრე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მოტყუებით წაართვეს ბინა და დღეს ოჯახი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ლელა შამათავა ამბობს, რომ დახმარებისათვის მან რამდენჯერმე მიმართა დევნილთა სამმართველოს, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=joD2f875JV4[/embedyt]

სამმართველოს ხელმძღვანლის მანუჩარ ჩილაჩავს თქმით, ლელა შამათავა მათთან რამდეჯერმე იმყოფებოდა და განემარტა, თუ რატომ ვერ მიიღებდა საცხოვრებელ ფართს. მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ ქალბატონმა 2014 წელს თბილისში მის საკუთრებაში არსებული ბინა იპოთეკური სესხით დატვირთა, რისი გადადხაც ვერ შესძლო და შესაბამისად, ბინა დაკარგა. ახლა სამინსტროსგან ხელახლა ითხოვს ბინის მიღებას, რაც აბსურდულია, სამინისტროს ამ ეტაპისთვის ქალბატონისთვის დახმარების გაწევა არ შეუძლია”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!