რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა გარემოსათვის


რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა, დღეს, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის სამმართველოს ზუგდიდის ოფისში.  შერხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა მალხაზ ადეიშვილმა ისაუბრა რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის შესახებ. ადეიშვილმა შეხვედრაზე მონაწილე სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს  გააცნო პროექტის მიერ განხორციელებული საქმიანობები, შედეგები,  რეკომენდაციები, მიზნები და სამომავლო გეგმები. ადეიშვილი ამბობს, რომ შეხვედრის ერთ – ერთი ძირითადი მიზანია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში რესურსდამზოგი  და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პოპულარიზაცია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საწარმოებში რესურსდამზოგი და ეკოლოგიუარდ სუფთა  წარმოების მეთოდები, მათი გამოყენების შესაძლებლებები ქართულ რეალობაში. ადეიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა სადემონსტრაციო საწარმოები. 2014 წელს ათი საწარმო, ხოლო 2015 წელს 8 საწარმო. შეხვედრამ კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!