იური გუგუჩია საქმეს დაუბრუნდა


ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მშენებლობის ფონდს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია დაფუძნდა, ბატონი იური გუგუჩია ჩაუდგა სათავეში.
ბატონი იური ის ზუგდიდელია, რომელიც ძალიან ამაყობს ზუგდიდელობით და რომლის გარიდება საზოგადოებისაგან წლების განმავლობაში, აკლდა მის ქალაქს.

_ გარკვეული პერიოდი ტაიმაუტის აღების შემდეგ, თქვენ ისევ დაუბრუნდით აქტიურ ზუგდიდურ ცხოვრებას. მეტიც ფრიად საპასუხისმგებლო ფონდს ჩაუდექით სათავეში. ზუგდიდელები მოუთმენლად ელოდებიან ტაძრის მშენებლობის დასრულებას.
_ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ზუგდიდში შენდება, არის ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა საქართველოში. პროექტის ავტორი გახლავთ ბატონი არჩილ მინდიაშვილი. ხოლო პიროვნება, რომელიც ამ ტაძარს აფინანსებს და ამ ღირსეულ საქმეს უდგას სათავეში, წარმოშობით ზუგდიდელი ბიზნესმენია, მისი წინაპრებიც ზუგდიდელები იყვნენ, მაგრამ ქველმოქმედები იცით, არ ამხელენ თავიანთ ვინაობას და მოდით, მისი თხოვნით არც ჩვენ გავამხილოთ. ტაძარში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული. კონსტრუქციულად ტაძრის მშენებლობა ფაქტიურად დამთავრებულია, მაგრამ გადასახურია. მოსაპირკეთებელია. კომინიკაცია, ენერგომოწყობა, გაზმომარაგება, წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემები და კომპლექსის სხვა ნაგებობების მშენებლობა სერიოზულ შრომას და თანხებს უკავშირდება..
-ხლადშექმნილი ფონდი ალბათ საორგანიზაციო საქმეს ჩაუდგება სათავეში.
-ფონდი დაფუძნდა უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა -კურთხევით და იმავდროულად ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თანადგომით. ჩვენი ფონდის მუშაობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ფონდს ყავს გამგეობა, აღმასრულებელი დირექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ოფისმენეჯერი. საოცარი ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა გამოიჩინეს ქალაქის მერმა, ბატონმა ირაკლი გოგოხიამ და რაიონის გამგებელმა ბატონმა ედიშერ თოლორაიამ. ჩვენ ერთად დავიწყეთ ამ დიდი საქმის კეთება და კონკრეტულ შედეგებასც ერთად მივაღწევთ. იმედია, ამ საქმეში ჩვენს გვერდით დადგება მრევლი და თითოეული ზუგდიდელი.
უახლოეს ხანებში შევქმნით “მზრუნველთა საბჭოს”, სადაც გაერთიანდებიან საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები, შეიქმნება ახალგაზრდული კლუბი. ვფიქრობ, ახალგაზრდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს საქმიანობებში. ახლო ჟამებში ვგეგმავთ პრეზენტაციის ჩატარებას და საზოგადოებისთვის ჩვენი საქმიანობის წარდგენას. ჩვენ შევეხმიანებით იმ ქართველებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასული. საქართველოში დღეს, ღვთის შეწევნით ბევრი მონასტერი შენდება, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარიც.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.