მანუჩარ ჩილაჩავა ახალი გუნდით მოდის?


აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ახალი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ყავს – მანუჩარ ჩილაჩავა. ბატონი მანუჩარი ზუგდიდელია.6 წელი მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში დევნილთა პროექტის მონიტორად.
მანუჩარ ჩილაჩავა: ` დევნილებთან 6 წლიანი მუშაობის გამოცდილება მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ეს პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე და დავთანხმებულვიყავი ამ თანამდებობას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. შემდეგ ამ თანამდებობაზე გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით იქნება პიროვნება დანიშნული.
-ბატონო მანუჩარ, ერთი კვირაა რაც ამ თანამდებობაზე იმყოფებით, როგორია პირველი შთაბეჭდილებები, ურთიერთობები დევნილებთან, სამმართველოს თანამშრომლებთან.
– ჩემი მოსვლის დღიდან აქტიურად შევუდექი საქმიანობას. დევნილებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და მე ნებისმიერ დროს მზად ვარ დასახმარებლად… ყოველდღიურად 70 -100 დევნილს ვხვდები და ვისმენ მათ პრობლემებს. სახალხო დამცველის აპარატში მუშაობის დროს დავდიოდი დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, ვიცავდი მათ უფლებებს და ვეცნობოდი მათ საცხოვრებელ პირობებს, შესაბამისად, არცერთი პრობლემა ჩემთვის არ არის უცხო. მე სამუშაო საათების შემდეგაც ვხვდები მათ და ვცდილობ დახმარებას.

რას შეეხება სამართველოს აპარატს-რესურსების სიმცირის გამო სამმართველოში რეორგანიზაცია გამოცხადდა და რამდენიმე თანამშრომელმა ატესტაცია ვერ გაიარა. კადრების სიმწირე გვაქვს.  სამმართველოში გვჭირდება ისეთი თანამშრომლები, რომლებიც დაძაბულ რეჟიმშიც კი შეძლებენ დევნილთათვის კვალიფიციური კონსულტაციების, ან გარკვეული რეკომენდაციების გაწევას.
კონსულთაციები მიმდინარეობს მმართველის მეორე მოადგილის თანამდებობის დასაკავებლადაც. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დევნილებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
– ბარამიას ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე ტენდერი იყო გამოცხადებული…
-ბარამიას ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებეობაზე ტენდერი მოიგო ქართულმა სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენმა”. უკვე მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები  და მოკლე ვადებში დაიწყება მშენებლობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახალსოფლის რეაბილიტირებულ შენობაში დევნილთა შესახლებაზე კომისია უკვე ამთავრებს მუშაობას. მხოლოდ გარკვეული სახის პროცედურებია დარჩენილი და ახლო ჟამებში მოხდება დევნილთა ჩასახლება.
–ოჯახზეც მომიყევით?
– მყავს მშობლები და მეუღლე, რომელიც სხვათაშორის დევნილია.

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!