საიას ახალი პროექტის პრეზენტაციაზე


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საიას ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადობის, მედიის წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. შეხვედრა გაიმართა პროექტ “ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ფარგლებში,“საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის’’ NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრაზე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არსსა და  კომპეტენციაზე, აქტიური მოქალაქეების პრინციპებზე და წარმატებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელების კომპონენტებზე.
ასევე შეხვედრაზე გამოკვეთილ იქნა ის პრობლემები,რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების კამპანია, შეხვედრები მოსახლეობასთან და პრობლემების იდენტიფიცირება, საჯარო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართულობით და რეკომენდაცების შემუშავება.

ნინო ხუხუა, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი: “პროექტის მთავარი მიზანია წარმოადგინოს მუნიციპალიტეტში არესებული პრობლემების ადვოკატირება ,საჯარო შეხვედრები აქტიურ მოქალაქეებთან და  ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც მიეწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლებს .და რაც მთავარია, იდენტიფიცირებულლ და გამოკვეთილი პრობლემების შემდგომ წარდგენა უნდა მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, რათა კონკრეტული თანხების გამოყოფა და გათვალისწინება მოხდეს თვითმართველობის ბიუჯეტში.ვფიქრობ,რომ აქტიური მოქალაქეები ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში და კონკრეტული შედეგებიც იქნება მიღწეული. დღევანდელმა ჩვენმა შეხვედრამ მთელი რიგი პრობლემები გამოკვეთა როგორიცაა: წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემებისა და შიდა გზების  პრობლემები. პროექტი გახლავთ თორმეტთვიანი და ვრცელდება თვითთმამრთველ ქალაქებზე“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!