- BBC-ის ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ისტორიაში პირველად ქალი ნატალი ბექარტი დანიშნა.
ბექარტი საფრანგეთიდანაა. მას ექნება ხმის უფლება ეპისკოპოსთა სინოდში, რომელიც განიხილავს რომის კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე სადავო საკითხებს.