რომის პაპმა “ჰამასს“ მოუწოდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი


  • რომის პაპმა ფრანცისკემ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს, ამასთან, გამოხატა სერიოზული შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის „ტოტალური“ ბლოკადის გამო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მე ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხზე რომის პაპმა თქვა: „ვისაც თავს დაესხნენ, მათი უფლებაა, რომ თავი დაიცვან, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია“.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!