ისინი ზუგდიდის მერიაში იმუშავებენ


თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დროებით მოვალეობის შემსრულებლები უკვე შეუდგნენ.

ვიცე-მერის პოზიციაზე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი გია გულორდავა დაინიშნა. წლების მანძილზე იგი მუშაობდა #10 სამშენებლო ტრესტში მმართველის მოადგილედ საფინანსო-ეკონომიკურ დარგში.დასაქმებული იყო კერძო ბიზნესსა და ორგანიზაცია ,,ხიდმშენში”.

ადმინისტრაციული სამსახურის კადრების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია ირაკლი ამანათიძეს დაეკისრა. იგი პროფესიით იურისტია. ასევე დამთავრებული აქვს ისტორიის ფაკულტეტი.მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში იურისტად. იყო სამეგრელოსა – ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი. იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი 2002-2006 წლებში. ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 2011 წლიდან არის თემის განვითარების ცენტრი  CDC-ის გამგეობის თავმჯდომარე.

 ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილებას დროებით ეკონომისტი მურთაზ ბოკუჩავა უხელმძღვანელებს. იგი დასაქმებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ასევე ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე. მუშაობდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსადაც.

 პროფესიით ეკონომისტი დავით სხულუხია ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიწის და ქონების მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. უმუშავია საკუთარი სპეციალობით სხვადასხვა დაწესებულებებში. 2010-2014 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სივრცით-ტერიტორიალური დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოვალეობას ეკონომისტი ნინო ძიგუა შეასრულებს. იგი მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 პროფესიით ისტორიკოსი ირაკლი არდია ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელია. ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, იგი ეწეოდა სხვადასხვა კომპიუტერულ საქმიანობებს, ასევე მუშაობდა ორგანიზაციებში პროგრამისტად.

 ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დავით ხუბუა დაინიშნა. იგი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. დასაქმებული იყო საკუთარი სპეციალობით სხვადასხვა დაწესებულებაში. უმუშავია ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში.

 ია ეხვაია ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის მოვალეობას შეასრულებს. იგი სპეციალობით ექიმ-სტომატოლოგია. 2002-2005 წლებში გამლის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა. 2007-2014 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილებას რომეტა ღურწკაია უხელმძღვანელებს. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა ფაკულტეტი და სპეციალობა ბიოგრაფიულ მონაცემებში არ ფიქსირდება. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქალაქ ზუგდიდის, ზუგდიდის ზონის, ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის, მოგვიანებით უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო განყოფილებაში.

სივრცით მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კობა მორგოშია დაინიშნა. კობა მორგოშია პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორია. საკუთარი სპეციალობით დასაქმებული იყო სხვადასხვა დაწესებულებაში. მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

გიორგი ბულია სივრცით მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო კონტროლის განყოფილების უფროსის მოვალეობას შეასრულებს. იგი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. საკუთარი სპეციალობით დასაქმებული იყო სხვადასხვა დაწესებულებებში. აქვს დანიის და გაეროს ოფისებში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიით პედაგოგი ციცინო ფიფია კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დროებით მოვალოების შემსრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა. აქვს სკოლებში მუშაობის გამოცდილება. იყო გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ამავე სამსახურის კულტურის განყოფილებას პროფესიით ფილოლოგი ხათუნა დარასელია უხელმძღვანელებს. იგი მუშაობდა ზუგდიდის #4 საჯარო სკოლაში. დასაქმებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახალხო დამცველის რწმუნებულის აპარატში. იყო რადიო „ათინათის“ პროდიუსერი.

 ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი თამაზ ფაცაცია დაინიშნა. მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ასევე დასაქმებული იყო საკუთარი პროფესიით სხვადასხვა დაწესებულებებში.

 თადეოზ ფაცაცია თვითმმართველი ქალაქის მერიაში კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობას შეასრულებს. თადეოზ ფაცაცია პროფესიით ექიმია. უმუშავია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. დასაქმებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. არის ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთსულოვნების“ დამფუძნებელი.

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დავით ხუნჯუა დაინიშნა. მას დამთავრებული აქვს ბიზნესის მართვის და საბაჟო საქმის ფაკულტეტი. მუშაობდა სს „მანქანათმშენებელში“ ბუღალტრის თანაშემწედ. იყო რეალიზაციის მენეჯერი შპს „ელიტ თრეიდსა“ და შპს „ალიკა 2009-ში“.

 ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას პროფესიით ექიმი ნანა თოდუა შეასრულებს. უმუშავია მოზრდილთა პოლიკლინიკასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03-ში. იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარი სპეციალისტი. ნანა თოდუა ზუგდიდის თემის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა გოგიას მეუღლეა.

 ლალი ჯიჭონაია ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების უფროსის მოვალეობას შეასრულებს. არის ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი. უმუშავია 2004-2006 წლებში ზუგდიდის საკრებულოში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. ასევე დასაქმებული იყო ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტსა და ზუგდიდის საბაჟო აკადემიას დაქვემდებარებულ კოლეჯში.

 ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა ბეჭვაია დაინიშნა. მან დაამთავრა ჯანდაცვის ეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011- 2012 წლებში. მის ბიოგრაფიულ მონაცემებში სამუშაო გამოცდილების გრაფაში მითითებული სტუდენტური დასაქმების პროგრამა. იყო აგრეთვე სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ საცალო გაყიდვების აგენტი.

 ნინო სხულუხია ამავე სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსის მოვალეობას შეასრულებს. იგი პროფესიით ექიმ-პედიატრია. მუშაობდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. ასევე, 2009 წლიდან დღემდე არის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონში“ კონსულტანტის პოზიციაზე.

 კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით პედაგოგი გიგლა სულამანიძე დაინიშნა. აქვს სკოლებში მუშაობის გამოცდილება. დასაქმებული იყო შპს „სახალხო აფთიაქში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. 2013 წლიდან დღემდე არის ამავე აფთიაქში ზედამხედველის პოზიციაზე.

 შიდა აუდიტის და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას მანანა თოდუა შეასრულებს. იგი პროფესიით იურისტია. უმუშავია სხვადასხვა დაწესებულებებში საკუთარი განხრით. 2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 პროფესიით ეკონომისტი ნატალია სამელია ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელია. დასაქმებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსავლების სამსახურში.

 ეკა ჯოლოგუა ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელია. მან ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა ბიოგრაფიულ მონაცემებში პროფესია და ფაკულტეტი არ არის მითითებული. მუშაობდა გაზეთ „ზუგდიდსა“ და ჟურნალ „ზუგდიდელებში“ ჟურნალისტის და სარეკლამო აგენტის პოზიციებზე.

 ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, მუნიციპალური პროგრამების მართვის და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას გელა ხუფაცარია ასრულებს. მან დაამთავრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მუშაობდა სახალხო ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სახლის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუნიციპალური განვითარების და პროგრამების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

 პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი დავით ბერულავა ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, კაპიტალური მშენებლობის, პროექტირების, ხარჯთაღრიცხვის და ინსპექტირების განყოფილების უფროსის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. საკუთარი განხრით უმუშავია სხვადასხვა დაწესებულებებში. 2005 წლიდან დღემდე არის „ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ექსპერტიზის ბიუროს უფროსი.

ნანა გარდავა ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. იგი პროფესიით ქიმიკოს-ტექნოლოგია. მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსავლების სამსახურის მთავარ სპეციალისტად. დასაქმებული იყო შპს ზუგდიდის სატყეო მეურნეობასა და ენგურ-ქაღალდ კომბინატის ცენტრალურ ლაბორატორიაში.

 რაც შეეხება პროფესიით პედაგოგ მაია ნაყოფიას, ის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მუშაობდა ზუგდიდის #2 საჯარო სკოლასა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ზუგდიდის განყოფილებაში.

 გელა ფარცვანია ზედამხედველობის სამსახურის, რეაგირების განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელია. მან დაამთავრა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. იყო ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უბნის უფროსი. ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მარტვილის სატყეო უბნის ხელმძღვანელი.

 ზედამხედველობის სამსახურის, მონიტორინგის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელია პროფესიით ეკონომისტი გიორგი სალია. იგი მუშაობდა შსს-ს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის პოზიციაზე. ასევე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში წამყვანი და მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე.

 ჭაბუკა გეთია ამავე სამსახურის რეაგირების განყოფილების მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან დაამთავრა კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტი. მუშაობდა ავტოსერვისის დირექტორად. ასევე იყო ლუდის ქარხნის დაცვის უფროსი.

 ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, კაპიტალური მშენებლობის პროექტირების, ხარჯთაღრიცხვის და ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ინჟინერი დავით ჯაბუა დაინიშნა. იგი წინა მოწვევის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, თამარ შონიას მეუღლეა. დავით ჯაბუას აქვს სამშენებლო კომპანიებსა და დაწესებულებებში საკუთარი პროფესიით მუშაობის გამოცდილება. დასაქმებული იყო ქალაქ ფოთის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურში.

 მაია კეიდია სამხედრო აღრიცხვების და გაწვევის სამსახურის, გაწვევის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას შეასრულებს. იგი არის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი. მუშაობდა ტელეკომპანია „ოდიშში“, იყო გაზეთ „ეგრისის მაცნეს“ თანამშრომელი, ასევე ფარმაცევტი სანქტ-პეტერბურგში მოქმედ ერთ-ერთ აფთიაქში.

ნინო კვარაცხელია ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. აქვს სამედიცინო განათლება. მუშაობდა უმცროს ექიმად სს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში.

 იური შეროზია ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, მიწის და ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალიტის მოვალეობას შეასრულებს. იგი პროფესიით ინჟინერ-გეოფიზიკოსია. უმუშავია საკუთარი პროფესიით საქართველოს სარეწაო გეოფიზიკურ ექსპედიციაში. ასევე დასაქმებული იყო ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და მართვის სამმართველოში, გამგეობაში ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიწის და ქონების მართვის განყოფილებასა და სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამხარეო სამმართველოში.

 პროფესიით ინგლისური ენის და ლიტერატურის პედაგოგი მანანა (ლული) ქიქავა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელია. იგი ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას ცოლის მეგობარია. დასაქმებული იყო საკუთარი სპეციალობით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 გია გვილავა ზედამხედველობის სამსახურის, მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა რა სპეციალობისაა, ან რა ფაკულტეტი დაამთავრა, არ არის მითითებული. მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ასევე იყო შსს საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის პატრულ ინსპექტორი.

 რაც შეეხება კახაბერ ბულიას, იგი ზედამხედველობის სამსახურის, რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელია. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, აქვს მიღბული უმაღლესი განათლება, თუმცა სპეციალობა და პროფესია არც ამ შემთხვევაში არის დაკონკრეტებული. მუშაობდა ზუგდიდის პოლიტექნიკურ და სამედიცინო კოლეჯებში. ასევე დასაქმებული იყო გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში.

 ქალაქ ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს იდა ქვარაია ხელმძღვანელობს. მანამდე ის „თიბისი ბანკში“ მუშაობდა. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას ცოლია.

 ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ნუკრი ესართია დაინიშნა. ქალაქის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის მერი მეგობრობის ნიშნით თანამდებობებზე ადამიანების შერჩევაში დაადანაშაულა. ბრალდება უარყო ირაკლი გოგოხიამ და განმარტა, რომ არამხოლოდ ნუკრი ესართიას შემთხვევაში, არამედ სხვა თანამშრომელთა დანიშვნაშიც კვალიფიკაციით, ინტელექტით იხელმძღვანელა. მანვე განმარტა, რომ „ცაიტნოტში იყო და უნდა დაყრდნობოდა ისეთ კადრებს, რომლებშიც დარწმუნებულია“.

 ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად ჯიმშერ შეროზია დაინიშნა. იგი მანამდე „ლიბერთი ბანკის“ მენეჯერი იყო. 2010 წელს ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ჯიმშერ შეროზიას  ბრალად ედებოდა საპენსიო თანხების არამიზნობრივად დახარჯვასა და გადასახადების დამალვაში.

 კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ზამირა ღადუაა. 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე იყო ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

 ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსი თამარ სოსელიაა. იგი მანამდე სოციალური დახმარების სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო საპენსიო განყოფილების ოპერატორი, მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სააგენტოს უფროსის მოადგილე.

 სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ეკატერინე თოდუა დაინიშნა. იგი მანამდე ამავე თანამდებობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იყო დასაქმებული.

 საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ უბილავაა. მანამდე ამავე თანამდებობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა.

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალობის შემსრულებლად დაინიშნა ნესტან აქირთავა. იგი ზუგდიდის გამგეობაში  საფინასო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო.

 შიდა აუდიტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსურულებელია ყოფილი ნოტარიუსი, მადონა სახოკია.

 მერიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მუნიციპალური პროგრამების მართვის და მონიტორინგის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელია დავით კვარაცხელია. მან საერთაშორის ბიზნესის და საგარეო ვაჭრობის ფაკულტეტი დაამთავრა. მის ბიოგრაფიულ მონაცემებში სამუშაო გამოცდილება არ არის მითითებული.

 ირაკლი ფიფია ამავე სამსახურის ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. იგი პროფესიით ეკონომისტია. უმუშავია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობას პროფესიით ისტორიკოსი ბესიკ არახამია შეასრულებს. იგი დასაქმებული იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

 თვითმმართველი ქალაქის მერიაში დასაქმებული ადამიანების ბიოგრაფიული მონაცემები „ლაივპრესს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოაწოდა. რაც შეეხება კიდევ რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნულ პირს, მათი პროფესიული რეზიუმე ჩვენთვის არ გადმოუციათ.

 კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია მოსია დაინიშნა.

 სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის, რეზერვის განყოფილების უფროსის მოვალეობას ზურაბ ჯიქია შეასრულებს.

 ბესიკ ფარფალია ამავე სამსახურის რეზერვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია.

 სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად ოთარ შამუგია დაინიშნა.

 ელზა უბილავა ამავე სამსახურის გაწვევის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

 ადმინისტრაციული სამსახურის, საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ლალი ჯიქია დაინიშნა.

 რაც შეეხება ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, მას დროებით პაპუნა ჭკადუა უხელმძღვანელებს.

 ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ეკონომიკური სტრატეგიის და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე გრიგოლ ჯღამაია დაინიშნა.

 ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ დასაქმებული ადამიანები ჯერ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები არიან და თითოეულ თანამდებობაზე პირები ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან. ტესტირება, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არაუგვიანეს 5 თვისა უნდა გაიმართოს     http://www.livepress.ge/ka/site/society/9851/


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.