ავტომანქანებით გადაადგილება შეიზღუდა


ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებით, ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდა. ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა 17 აგვისტოდან დაკეტილია, როგორც ავტომანქანებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.„გაცნობებთ, რომ გადაკეტვის ადგილიდან ანაკლიის მიმართულებით და მთლიანად საკურორტო ტერიტორიაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანაკლიაში ავტომანქანები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით. მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ვურჩევთ თავი შეიკავონ საკუთარი ავტომქანებით გადაადგილებისგან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აღნიშნული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი „კაზანტიპი”, რომელიც მუსიკალურ ფესტივალს და სპორტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!