ისევ უპატრონო ძაღლების თემაზე

რამდენიმე დღეა, ქალაქის ცენტრში, კერძოდ, კი საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრის ტერიტორიაზე, წევს უპატრონო ძაღლი, რომელიც ავადმყოფია, კანი გადამძვრალი აქვს და სისხლი სდის. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალები ამბობენ, რომ ძაღლი ყოველდღიურად მოდის აქ და წვება. ძაღლს ასდის არასასიამოვნო სუნი და ფიქრობენ, რომ მათთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„ძაღლი ადამიანის მეგობარია, ჩვენც გვიყვარს, მაგრამ აქ ამ ძაღლის არსებობა შეუძლებელია. ძაღლი ავადმყოფია, მთელი დღეს მზეს ეფიცხება და  თბება. დაწყლულებულ სხეულზე მწერები ახვევია. როგორ ფიქრობთ, იმ მწერმა, ჩვენ, რომ გვიკბინოს, რა მოხდება? მითუმეტეს, ზაფხულიც მოდის. ჩვენი ძალებით რამდენჯერმე ვცადეთ და აღნიშნულ ტერიტორიას დეზინფექციაც ჩაუტარეთ, მაგრამ ეს არ კმარა. გვინდა, შესაბამის უწყებებს მივმართო, ქალაქში ძაღლები მომრავლდნენ და სათანადო ყურადღება მიაქციონ. მოკვლა და დაჭერა გამოსავალი არ არის, საჭიროა, მათი გადაყვანა სპეციალურ თავშესაფარში. რაც შეეხება, კონკრეტულ მაგალითს, ამ ძაღლზე ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ტერიტორიას უნდა მოაშოროს.’’- გვითხრეს იქ მომუშავეებმა.