თურქეთის შს მინისტრი – პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება განახორციელა, დაკავებულია


  • პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში, ისტაკლალის ქუჩაზე აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სულ 22 ეჭვმიტანილია დაკავებული.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს.

„ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ საზარელ ტერაქტზე“, – დასძინა მან.

სოილუმ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ხუთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 8 ადამიანი. აფეთქება სტამბოლის ცენტრში გუშინ საღამოს მოხდა. ხელისუფლებამ შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმას დაუკავშირა. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ქალია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.