თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალურივიდეორგოლის პრემიერა შედგა


  • ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის, პირველი ვინილისა და ბიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე, სიმღერაზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლი შეიქმნა.

ყველასათვის საყვარელი სიმღერა „გზები მაინც გამინათე მთვარეო“ 1973 წელს კინოფილმისთვის „ვერის უბნის მელოდიები“ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე გოგი ცაბაძემ შექმნა. ფილმში სიმღერას ნანი ბრეგვაძე ასრულებს, მას შემდეგ ეს სიმღერა ნანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ალექსანდრე კორძაიამ (Kordz) ამ სიმღერაზე ნანისთან ერთად იმუშავა და ერთად ახალი ვერსია შემოგვთავაზეს.

„ნანისთან ერთად ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ სიმღერაზე, რომელიც მან პირველად 1973 წელს ჩაწერა. მთელი ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო” – ალექსანდრე კორძაია.

სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ახალი თაობისთვის განსხვავებულად წარმოჩენა და ამ გზით სიმღერისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!