თეკლა ჯღარკავა: მივხვდი, რომ დრო იყო ჩემი რეალობა შემეცვალა…


  • თეკლა ჯღარკავა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტია, ის, აგრეთვე, World Vision საქართველოს Skye4development კლუბის ლიდერია. როგორც “ზუგდიდელებთან” ამბობს, ჩვენი რეგიონის რიგითი ახალგაზრდაა, რომელიც ცდილობს განავითაროს საკუთარი თავი და ამით ხელი შეუწყოს, რეგიონის წინსვლის საჭირო პროცესებსაც.
-თეკლა, პანდემიამ უნივერსიტეტები დისტანციური, ონლაინ სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა…
-მგონი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ლექტორსა და სტუდენტს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ბევრად ჯანსაღი, ეფექტური, პროდუქტიული და სასიამოვნოა ვიდრე ონლაინ სწავლება, რომლის ფორმატი გვზღუდავს თემების ფართოდ გაშლას, დისკუსიების მოწყობასა და დამატებითი მასალების, თუ იდეების განხილვაში. არავერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი კომპონენტია და დისტანციურ რეჟიმით ეს კომპონენტი საერთოდ აღარ გვაქვს. რთულია ტექნიკას ენდო იმიტომ, რომ არის ფორსმაჟორები, როდესაც სალექციო საათების დროს ფუჭდება ტექნიკა. ასევე, მოდი ვთქვათ, რომ ხარისხიან ინტერნეტთან წვდომა არ გვაქვს, ცუდი ინტერნეტკავშირით კი რთულდება კომუნიკაცია ლექტორთან და კონცენტრაცია ლექციაზე. სტუდენტების ინტერნეტთან წვდომასთან ერთად, არის ტექნიკასთან წვდომის დეფიციტი. ამ პრობლემებმა ჩვენს უნივერსიტეტშიც იჩინა თავი, მაგრამ ეს, უნივერსიტეტის სპეციალობებსა და კურსებზე მომაგრებული კურატორებისა და ლექტორების დახმარებით შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აღმოიფხვრა. იყვნენ ლექტორები, რომლებიც სტუდენტებს ანგარიშზე ურიცხავდნენ თანხას ინტერნეტ პაკეტის შეძენის მიზნით, უნივერსიტეტმა კი რამდენიმე სტუდენტის კომპიუტერით უზრუნველყოფა შეძლო, რათა დისტანციური ლექციების პროცესს არ ჩამორჩენილიყვნენ. ეს ყოველივე დასაფასებელია, სტუდენტები ყოველდღიურად ვგრძნობთ ყურადღებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და ამ მხარში დგომისთვის ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით.
-თეკლა, შენ სოციალურ ქსელში გამოაქვენე ვიდეო, სადაც ამბობ, რომ პანდემიურმა სიტუაციამ იმოქმედა შენს პროდუქტიულობაზე, განწყობაზე, სურვილებზე…
-თავიდან, covid -19 გავრცელება ყველას გვეგონა დროებითი მოვლენა იყო, რომელიც მალე დასრულდებოდა და გვქონდა მოლოდინები, რომ ძალიან მალე ძველ ცხოვრებას და ჩვენთვის სასიამოვნო ყოველდღიურობას დავუბრუნდებოდით. ამ იმედით, მოტივაციის შენარჩუნებას საწყის ეტაპზე ვახერხებდით მე და ჩემი მეგობრები. მაგრამ, როდესაც კოვიდთან ერთად ყოფნის დრო გაიზარდა და არც ახლო მომავალში არ არის პერსპექტივა ძველ რეალობასთან დაბრუნების. ჩემს შემთხვევაში. ამან პირდაპირ პროპორციულად იმოქმედა განწყობაზე, პროდუქტიულობაზე, მიზნებზეც კი, რომლებიც წინასწარ გაწერილი მქონდა თუ როგორ უნდა მიმეღწია. ნელ- ნელა ინერტული გავხდი ყველაფრის მიმართ, რაც ჩემთვის სასიამოვნო და ჩემი განვითარებისთვის საჭირო იყო. მერე მეგობრებთან დიალოგის დროს, ყველა ანალოგიურად აღწერდა საკუთარ მდგომარეობას და მივხვდი, რომ დრო იყო ჩემი რეალობა შემეცვალა და ჩემი ქმედებები მე მეკონტროლებინა და არა არსებულ გარემოებებს. ამიტომაც, მოვიძიე ინფორმაციები, სტატიები პოზიტიურ ფსიქოლოგიაზე, ეფექტურობის ზრდის ხერხებზე, მოტივაციის შენარჩუნებაზე. რამდენიმე დავტესტე ცალ-ცალკე. შემდეგ, ამ ყველაფერს თავი მოვუყარე და რადგან ვიცოდი, რომ ჩემს გარდა ბევრი იყო ანალოგიურ მდგომარეობაში, გადავწყვიტე ღიად მესაუბრა ამაზე და თან იქნებ წამოწყებაში ამყოლოდნენ. გამიხარდა ის ფაქტი, რომ რამდენიმე გამომეხმაურა. რამდენიმემ თავის რეალობას მოარგო და ტესტავს. მე, პირადად, ამ ეტაპზე, ჩემს ერთ-ერთ თბილისელ მეგობართან ერთად, განვახორციელებ დღის გეგმებს. დღის განმავლობაში გვაქვს კონტაქტი, ერთმანეთს მოტივაციას ვაძლევთ  “კარგი ტემპით ასრულებ დავალებებს”,  “ასე გააგრძელე”,  “ჩემი რეკორდია” . ეს პროცესი ორივეს გვეხმარება. სურვილი მაქვს, მალე ბევრად მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდეს. ზოგჯერ, გვჭირდება ვიღაცამ გვიბიძგოს კარგისკენ, ეს თუ მე ვიქნები, ძალიან გამიხარდება.
-ძალიან ბვერ პროექტში ღებულობ მონაწილეობას…
-დიახ. ზოგადად, მივხვდი, რომ ყველაზე ღირებული, რასაც პროექტებში აქტიურად მონაწილეობა იძლევა, არის საინტერესო ადამიანების გაცნობის, მათთან კომუნიკაციის დამყარების, აზრების, იდეების, რეკომენდაციების გაცემა-მიღების შესაძლებლობა. იძენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელია ქვეყნის, ან თუნდაც მსოფლიოს მეორე რადიკალურად სხვა წერტილში იყოს, მაგრამ იცი, რომ დაგეხმარება შენი ინიციატივის რეალიზებაში, გიგულშემატკივრებს და მხარს დაგიჭერს. მეორე და მნიშვნელოვანი ბენეფიტი არის საკუთარი უნარების, ტექნიკების განვითარება და დახვეწა. ყველა პროექტი სპეციფიკურია და ყველა სხვადასხვა უნარის დახვეწაში გეხმარება. უბრალოდ, ამ ფაქტის გააზრებას დრო სჭირდება. მესამე, კი რა თქმა უნდა, რასაც იძლევა, არის ცოდნა, განათლება კონკრეტული თემატიკის გარშემო. საბოლოოდ, ვიტყოდი, რომ პროექტები გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, დახვეწასა და განვითარებაში. გვაჩვენებს, თუ როგორ გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
-განსაკუთრებულად რომელ პროექტს გამოყოფდი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!