თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რიგი დაავადების დროს, დაწყებული კისრის ოსტეოქონდროზიდან – ათეროსკლეროზით დამთავრებული.
ტვინის სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდა, თავის სიმძიმის და ტკივილისგან გაგათავისუფლებთ, გონებას გაგინათებთ და ხასიათს გამოგისწორებთ.

აქ წარმოდგენილია სისხლძარღვების გასუფთავების 5 უმარტივესი მეთოდი. მნიშვნელობა არა აქვს, რომელს აირჩევთ, ყველა შემოწმებული და ერთნაირად ეფექტურია.

1. თაფლი და ნიგოზი. ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ 5 კაკლის გული > დაამატეთ 1 ს. კ. ცაცხვის თაფლი და კარგად აურიეთ > დაამატეთ 1 მწიკვი დარიჩინი და 1 მწიკვი კოჭა (ორივე დაფქული) > კარგად შეურიეთ ერთმანეთს და 24 სთ. მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ – 1 ს. კ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2. თაფლი და ხახვის წვენი. 1/2 ჭიქა ხახვის წვენს შეურიეთ 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი, 15 წუთით ადრე, ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ, დააყოლოთ ცოტა წყალი. ეს სამკურნალო და გემრიელი საშუალება — არა მარტო ტვინის, ყველა სისხლძარღვის საუკეთესო გამწმენდია. გარდა ამისა, ის ორგანიზმის იმუნურ სისტემასაც აძლიერებს.imageimage3. ნატურალური წვენი. ყოველდღიურად სადილამდე ან ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ ნახევარი ჭიქა ბროწეულის, ვაშლის ან სტაფილოს წვენი მონაცვლეობით (ერთი დღეს – ბროწეულის, II დღეს – ვაშლის და ა. შ.) — მაღაზიაში წვენის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მაქსიმალურად ნატურალური იყოს ან თავად გამოწურეთ სახლში. სისხლძარღვებზე ხსენებული წვენების გარდა, კარგად მოქმედებს ასევე: ჭარხლის და ნიახურის წვენებიც. წვენები შეგიძლიათ მიიღოთ ნაზავის სახითაც. მაგ., ვაშლი და სტაფილო ერთად – ერთ დღეს, ნიახურის და ჭარხალის ნაზავი – II დღეს, III დღეს — ბროწეული და ვაშლი და ა. შ.

4. ოროვანდის ნაყენი. თერმოსში მოათავსეთ 1 მუჭა (დაახლოებით, 10 გრ.) ოროვანდის გამხმარი ფესვი და დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი > დააყენეთ თერმოსში 8-10 საათი > გაფილტრეთ > ჩაასხით მინის ჭურჭელში > შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, კარადაში (მზის სხივი არ უნდა მოხვდეს).

მიიღეთ 50 მლ. დღეში ერთხელ — საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.

5. სასარგებლო პროდუქტები. ორგანიზმის სრული გაჯანსაღების და სისხლძარღვების გაწმენდისთვის, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, 1 კბილი ნიორი უნდა მიირთვათ. ის წარმოუდგენლად დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა, აქვს ერთი მინუსი – სუნი. ამიტომ, ამ მეთოდის ალტერნატივად, სისხლძარღვების გაწმენდის, იმუნიტეტის გაზრდის და საერთოდ, ორგანიზმის გაჯანსაღების, სხვა მეთოდსაც გთავაზობთ: ყოველდღე, უზმოზე მიირთვით 1 მანდარინი, 1 მუჭა ქიშმიში და 1 მუჭა ნიგოზი 15-20 წუთის შემდეგ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი, რომელშიც გაზავებული იქნება 1 ჩ. კ. თაფლი და 1 ნაჭერი ლიმონის წვენი 10-15 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ყოველდღიურად, დილის რაციონში, აღნიშნული პროდუქტების დამატების შემთხვევაში, მხოლოდ სისხლძარღვები კი არ გაგეწმინდებათ, დღის მანძილზე, ენერგიით დამუხტულიც იქნებით.

image

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.