- ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ (+86 კგ.) იაასპარეზა.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯრავას ხელმძღვანელობით ატაცში 104 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
გადელიამ აკვრაში დაძლეული 134 კილოგრამით კიდევ ერი ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 238 კილგრამითაც.
ბეჟან ჭიჭინაძე – გადელიას პირადი მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული – ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი
რუსლან ღიბრაძე – ფიზიო-თერაპევტი
ირაკლი თურმანიძე – ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
