გურამ ვეკუა ევროპის პრიზიორია


  • ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან, ზუგდიდელმა ძალოსანმა გურამ ვეკუამ (110 კგ) იასპარეზა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ვეკუამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 169 კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიოორი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 208 კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 377 კილოგრამითაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen − 8 =

Akismet ანტისპამი