თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზირებულია


  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა შეტყობინებაზე რეაგირება. მისამართზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × two =

Akismet ანტისპამი