ზუგდიდში ჯაზის საღამო გაიმართა


  • დღეს, სახელოვნებო სკოლების ორგანიზებითა და მეგოBar-ის მხარდაჭერით გაიმართა ჯაზის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი საღამო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1, N2 სამუსიკო და საგუნდო-სამუსიკო სკოლების საფორტეპიანო და საორკესტრო მიმართულების მოსწავლეები, ორკესტრი “ამადეუსი” კი რამდენიმე თემატური ნაწარმოებით წარსდგა მსმენელის წინაშე.

საღამოს უძღვებოდა მუსიკათმცოდნე- ნანა ნარმანია.

კონცერტს ესწრებოდნენ ვიცე მერი კონსტანტინე კაკავა და მერიის წარმომადგენლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − eight =

Akismet ანტისპამი