ზუგდიდში წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს


  • დღეს, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.

ტაძრის კურთხევას და საზეიმო წირვა-ლოცვას საპატრიარქოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი დაესწრო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ამდინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის ქტიტორები – ბიზნესმენები, ძმები – ალექსანდრე, თენგიზ და ვახტანგ ხარებავები არიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.