ზუგდიდში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა


  • ზუგდიდში მოქალაქე აქტივისტების, სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდა.

გუბერნიასთან შეკრებილებს მიმართეს პოლიტიკოსებმა და მიმოიხილეს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია. აქცია გაგრძელდა ქუჩებში მსვლელობით. სიმბოლურად, რამდენიმე წუთით გადაიკეტა სხვადასხვა ადგილზე საავტომობილო გზა.

აქციაზე და მსვლელობებზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

დაანონსდა, რომ საპროტესტო აქცია ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.

ინფორმაციისთვის: აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის და ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 2024 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების არგახსნის თაობაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!