- ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 და 18 ოქტომბერს სამგზავრო ავტობუსებს გეგმური ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდებათ.
უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო, შესაძლებელია ავტობუსების მოძრაობა შეფერხდეს და გარკვეული რეისები განრიგიდან ამოვარდეს.
ადმინისტრაცია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
