ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ალერტკარის, ჭკადუაშის, ჭაქვინჯისა და ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 ალერტკარში, საკანკიოს უბანში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგების პრობლემა 110 ოჯახს მოუგვარდება.

 წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაპავების უბანში, სადაც 47 ოჯახს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. 

150-მდე ოჯახს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა ჭაქვინჯში, ბაღმარანის უბანში. 

აღნიშნულ სოფლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხეცერაში, საკუტალიოს უბანში. აღნიშნულ უბანში გზის სამშენებლო სამუშაოებიც განხორციელდა და ადგილობრივებს მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.