ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების  კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N40, N40/2, N36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა პრიორიტეტულია. 

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 400 000 ლარზე მეტია.

ზუგდიდში, ბოლო  წლებში ეზოების კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.