ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება


  • ისრაელში მოქალაქეები პირბადეების ტარების ვალდებულებისგან არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ სივრცეებშიც თავისუფლდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იმოქმედებს და პირბადეები უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური დაწესებულების, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებმა და სტუმრებმა, თუკი ისინი ვაქცინირებულები არ არიან, ან ვირუსი ჯერ არ გადაუტანიათ, კარანტინში მყოფმა პირებმა და ავია მგზავრებმა.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, თუკი ავადობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა და 12 – დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის კამპანია წარმატებით განხორციელდა, პირბადეების სკოლებში გამოყენების ვალდებულების გაუქმების საკითხიც განიხილება.

ცნობისათვის, ისრაელის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანაში 12 – დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია გასულ კვირას დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ისრაელში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აპრილიდან აღარ არის.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!