ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა


  • ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტმა ადგილობრივმა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესკომპანიამ ვაკანსიები წარმოადგინეს.

წარმოდგენილი იქნა შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან.

სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მიიღოთ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოეჩინათ საკუთარი უნარები. დამსაქმებლებმა კი მოთხოვნების შესაბამისად სასურველი კანდიდატები შეარჩიეს.

ზუგდიდის დასაქმების ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!