ზუგდიდში გრიპიანობა სეზონის შესაბამისია


  • ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, გრიპის სიმპტომებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული. მისი განმარტებით, ორი პაციენტის შემთხვევაში, არის რთულად და იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.

“ზოგადად, მდგომარეობა სეზონის შესაბამისია. მომატებულია შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ შარშანდელთან შედარებით იგივე მდგომარეობაა, ეპიდემიურ ზღვარზე არ არის დღეს არსებული სიტუაცია.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის ორსულებისთვის და უმწეობისთვის მედიკამენტი “ტამიფლუ”, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. შარშან უფრო მეტი და მძიმე შემთხვევები იყო. ერთი კვირის განმავლობაში იყო 34-38 პაციენტი, ახლა მასქიმუმ 21-28 პაციენტია კვირის განმავლობაში საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული. ამბულატორიული შემთხვევებიც, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, როგორც სეზონისთვის დამახასიათებელი.

გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალება სეზონური ვაქცინაციაა. სახელმწიფოს შემოტანილი ჰქონდა ვაქცინის 100 ათასი დოზა მიზნობრივი ჯგუფებისთვის. სამი ათას სამასამდე ვაქცინაცია ჩატარდა ზუგდიდში. მიზნობრივ ჯგუფებში განსაკუთრებით ყურადღება მახვილდებოდა ორსულებზე. ისინი წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს.  რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები. აუცილებელია ოთახის ხშირი განიავება, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანვა, რაც მთავარია, როდესაც სიმტომატიკა აქვს პაციენტს საზოგადოებრივ  თავშეყრის ადგილებში კომუნიკაციისგან თავი უნდა შეიკავოს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!