სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 იანვარის ნაცვლად, 20 იანვარს დაიწყება.

“გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად, სწავლას 20 იანვარს ვიწყებთ”.-გვითხრეს ცენტრში.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ განმარტა, რომ საჯარო სკოლები, ჩვეულებრივად, სასწავლო პროცესს 15 იანვარს განაახლებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × 4 =

Akismet ანტისპამი