- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რწმუნებულის მოადგილეებმაც.
სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ.
მემორიალთან საპატიო ყარაულს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე და მეექვსე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები წარმოადგენდნენ.
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია.