ზუგდიდი-მესტიის გზა გადაკეტეს იდლიანის მცხოვრებლებმა


  • მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს და ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, სოფელთან დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის გამო ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

“ჩვენ ვითხოვთ ხიდის აღდგენას. ადრე, სოფელს ჰქონდა ხიდი, რომელიც ჩაძირა გესმა. მოსახლეობა შეწუხებულია, შემოვლითი გზით გვიწევს მოძრაობა. მანქანები იმხსხრევა, ჩვენთვის არაფერი არ არის”,-უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.