ზუგდიდის ყოფილი მერი განცხადებას ავრცელებს

  • ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი (გეგა) შენგელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“ზუგდიდში გაიხსნა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” რეგიონული ოფისი.თითოეული ჩვენთაგანის მისწრაფებაა, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, რათა დაუღალავი შრომით ერთად ვიბრძლოლოთ უკეთესი სამშობლოსთვის.მე მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ, პოლიტიკურ პარტიას, რათა პროფესიონალების გუნდთან ერთად ვიშრომო უკეთესი, ძლიერი საქართველოსთვის.ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი, ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო. სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად.

მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”.-წერს გიორგი (გეგა) შენგელია.

გიორგი შენგელიამ თანამდებობა 17 მაისს დატოვა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.