ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია


  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „სამეცნიერო ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ინტეგრირებულია შემოდგომის საერთაშორისო სკოლა.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები არიან: პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ). ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი). ბონის უნივერსიტეტი (გერმანია). ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია); ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ავსტრია); ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია). კიევის უნივერსიტეტი (უკრაინა); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო); შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).

საერთაშორისო კონფერენცია და შემოდგომის სკოლა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიეროშევსკის ცენტრის, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five + thirteen =

Akismet ანტისპამი