ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ხელფასს არ აიღებს ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია  თავის ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ის უარს ამბობს დეპუტატის ხელფასზე, სანამ ქვეყანაში არ გაუმჯობესდება ვითარება.

“მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს. მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე.
დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება.
397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე.
#ძალაერთობაშია”-წერს სალომე ფაცაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.