- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში მწვანე აქტივობები გაიმართა.
აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი პროექტებით შეძლეს მონაწილეობა მიეღოთ მცენარეების დარგვის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობის შემეცნების, ნარჩენების მართვის, მწვანე აქტივობების განხორციელების პროცესში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ, მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად 193 ქვეყანაზე მეტში აღინიშნება.
