- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური გუნდის წევრები საკუთარი ხელფასების 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. აღნიშნული განცხადება მერმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ჩვენ მერიის პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით, მმართველი პარტიის ინიციატივას, კორონავირუსით დაზარალებული ფონდის სასარგებლოდ ჩავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3 და ეს თანხები მოხმარდეს, ამ ვირუსით მიყენებული ზიანის აღდგენას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს დახმარება, სხვადასხვა მიმართულებით – ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს. კორონავირუსი არის მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა, შესაბამისად თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ჩვენ, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩვენი წვლილი შეგვაქ ამ საქმეში”,-განაცხადა გიორგი შენგელია.