ზუგდიდის მერია მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს


  • ზუგდიდის მერია მერძეული მიმართულებით მომუშავე ქალი ფერმერების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს:”ყველის შესანახი და დასავარგებელი სარდაფის მოწყობა“ და „ვიტრინა მაცივრის შეძენა“.

აღნიშნული პროგრამები არის შესაძლებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ცოდნის მიღება/ამაღლების და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავლების მიღების, მათი სოციალურ/ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების კრიტერიუმებია:

– მერძეული მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება; 

– ევროპული ყველის სხვადასხვა სახეობების წარმოების გამოცდილება;

– შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონა;

– სრულყოფილი ჰიგიენურ/სანიტარული მდგომარეობა;

– სათანადო ინვენტარი წარმოებისთვის; 

– საკუთრებაში არსებული ს/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 29 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოთ განაცხადი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 511 14 43 83


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.