გიორგი კალანდიას ლექცია “ლევან დადიანის სტილი ქართულ მოდაში’’


  • შოთა რუსთაველის, ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 24 აგვისტოს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, პროფესორმა გიორგი კალანდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე ,,ლევან დადიანის სტილი ქართულ მოდაში’’.

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა განსაკუთრებული კვლევა ქართული სამოსის ისტორიისა. ისტორიული წყაროებით და ვიზუალური მასალით წარმოდგენილი ქართული მოდის განვითარება, სადაც წამყვანი ადგილი ლევან მეორე დადიანს ერგო. ფრესკებზე გამოსახული დეტალების განმარტება და სამოსელის ორნამენტების წარმომავლობა. ოსმალური ელემენტები ქართველ ერისთავთა თავსაბურავებში, მიზეზები და კავშირი ევროპის წამყვან მუზეუმებში დაცულ ექსპონატებთან.

ბატონმა გიორგიმ სტუმრებს მადლობა გადაუხადა. მუზეუმის ხელმძღვანელმა ანზორ ოყუჯავამ პირობა დადო, რომ საჯარო ლექციები უფლისწულის სასახლეში ტრადიციად ჩამოყალიბდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!