- ზუგდიდის თეატრი, გერმანიის ქალაქ კიოლნში მიემგზავრება, ორგანიზაციების – “Deucher pressering” და “Deutch-Georgishe kultur begegnungen”-ის მიწვევით.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, 12 აგვისტოს, 20 სთ-ზე, თეატრ “Tiefrot”-ში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ საღამოზე, ზუგდიდის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს – “შეჭრა”.
სპექტაკლს დაესწრებიან საქართველოს საკონსულო ფრანკფურტში, ქალაქ კიოლნოს მერი, გერმანელი მაყურებელი და ქართველი ემიგრანტები. სპექტაკლის შემდეგ გაიმართება დისკუსია ომის სისასტიკესა და დევნილობის შესახებ.